გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მისი გაშვება არ გვინანია“ - ლიონის აკადემიის ხელმძღვანელი მიქაუტაძეზე

უკვე ყველას კარგად მოეხსენება, რომ გიორგი მიქაუტაძისთვის ლიონი მშობლიური ქალაქია და სწორედ ამით იყო მისი არჩევანი განპირობებული, როდესაც „მონაკოსა“ და „ლანსს“ უარი განუცხადა და „ოლიმპიკის“ შეთავაზებას დათანხმდა. ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა Le Progres-მა კი ინტერვიუ „ლიონის“ აკადემიის ყოფილ ხელმძღვანელთან ჟან-ფრანსუა ვულიესთან ჩაწერა, რომელმაც მიქაუტაძის ბავშვობა გაიხსენა და ისაუბრა მიზეზებზეც, რის გამოც თავის დროზე ის გაუშვეს.

რას ამბობს მიქაუტაძის მწვრთნელი

მიქაუტაძე კაკერეს, გუირის, კალულუს, ბალულისა და ბარდის თაობის წარმომადგენელი გახლდათ. ალბათ, არ ეწყინება თუ ვიტყვი, რომ თავიდან ძალიან დაუკვირვებელი იყო, ასევე სიმაღლეში ძალიან დაბალი და სათამაშო დროს ვერ იღებდა. ასეთ ასაკში კონკურენციისთვის გამკლავება რთულია და ბევრს არ შეუძლია.

არასწორად მოვიქეცით თუ არა თავის დროზე მისი გაშვებით? არავითარ შემთხვევაში. ფეხბურთი ასეთია, ზოგი ვითარდება, ზოგი - არა. მაგალითად მაშინ ვილემ გებელსი მიქაუტაძეზეც გაცილებით მაგარი იყო, ახლა ის აღარსად არის, გიორგი კი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

თუ კარგად დააკვირდებოდით, მას თავიდან კარიერის აწყობა „მეცშიც“ გაუჭირდა და იმას, რასაც ახლა წარმოადგენს, დაუღალავი შრომის ფასად მიაღწია.

მიქაუტაძე „ლიონს“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და მისთვის კარგად ნაცნობ, თუმცა ახალ კლუბთან ერთად სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები