საულ ალვარესი
Aa
Aa

ალვარესს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს

პრესტიჟულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, IBF-მა საულ ალვარესს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა, რის შემდეგაც მექსიკელი მოკრივე მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონად აღარ ითვლება. ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი სპორტსმენის საქციელი გახდა, რომელმაც ორგანიზაციის მიერ დაწესებულ სავალდებულო ბრძოლაზე უშუალო კონკურენტ უილიამ სკულთან უარი განაცხადა და არჩია ამ დრომდე დაუმარცხებელ პუერტო რიკოელ ედგარ ბერლანგას შეხვედროდა, რომელიც 14 სექტემბერს, ლას-ვეგასში გაიმართება.

პროფესიული კარიერის მანძილზე საულ ალვარესს საერთო ჯამში ჩატარებული 65 ბრძოლიდან 61 აქვს მოგებული და აქედან 39 შემთხვევაში მეტოქე ნოკაუტში გაგზავნა. ის მხოლოდ ორჯერ დამარცხდა და ამდენჯერვე მისი მონაწილეობით გამართულ ბრძოლებში ფრე დაფიქსირდა. რაც შეეეხება ბერლანგას, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის დაუმარცხებელია და ოცდაორი ბრძოლიდან ოცდაორივე თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ალვარესს ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როდესაც ამის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებდა, კარგად აცნობიერებდა, რომ მსგავსი სასჯელის საფრთხე არსებობდა და უკან არ დაუხევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები