გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

UFC: ქუთათელაძეს ახალი მეტოქე ჰყავს - ბრძოლა დებიუტანტთან

UFC-ის 32 წლის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე თავის მომდევნო ბრძოლას 3 აგვისტოს აბუ დაბიში გამართავს. მისი მეტოქე ბრიტანელი ჯორდან ვუჩენიჩი იქნება.

მსუბუქ წონაში ქართველმა „ვიკინგმა“ ბოლო ორი ბრძოლა დათმო და ახლა გამარჯვება სჭირდება.

როგორც 3 ივნისს გახდა ცნობილი, თავდაპირველად გურამის მეტოქე UFC on ABC 7-ზე აბდულ-ქარიმ ალ-სელვადი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ჯერაც უცნობი მიზეზის გამო ბრძოლას ჩაეხსნა.

გურამის ამჟამინდელი მეტოქე 23 წლის ვუჩენიჩი UFC-ში დებიუტანტია. მან კონტრაქტი ახლახან გააფორმა და ეს მისი პირველი ბრძოლა იქნება. MMA-ში მის ანგარიშზე ჯამში 13 მოგება და 2 მარცხია.

რაც შეეხება გურამს, ის 2022 წლის ივნისში დამირ ისმაგულოვთან დამარცხდა, 2023 წლის ივლისში კი ელვეს ბრენერმა ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. მის ანგარიშზე MMA-ში 12 მოგება და 4 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია არასწორად მოიქცა“ | ვოლკანოვსკიმ თოფურია გააკრიტიკა
„ილია არასწორად მოიქცა“ | ვოლკანოვსკიმ თოფურია გააკრიტიკა