პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: „კიდევ რვა წელი ვერ დავრჩები“

უკვე ძალიან დიდი ხანია პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“ დარჩენა-არდარჩენის თაობაზე ბრიტანულ სპორტულ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება და ამდენად, საინტერესო იყო თემასთან დაკავშირებით თავად 53 წლის ესპანელი სპეციალისტის მოსაზრება, რომელსაც კონკრეტული არაფერი უთქვამს, მაგრამ „ქალაქელების“ ფანები შეძლებისდაგვარად მაინც დაამშვიდა.

რა თქვა პეპმა

„მანჩესტერ სიტიში“ უკვე 8 წელია ვმუშაობ და აქ კიდევ ამდენი ხანი დარჩენას არ ვაპირებ, თუმცა ჯერ წასვლის დროც არ მოსულა. ერთ კლუბში ამდენი ხანი ყოფნა ხუმრობა ნამდვილად არ არის, ამიტომაც როდესაც წავალ, ან დავრჩები, მინდა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში მაქსიმალურად დარწმუნებული ვიყო.

როდესაც „ეტიჰადიდან“ აბარგება მომინდება, ამას აუცილებლად საჯაროდ ვიტყვი, თუმცა არც კონტრაქტის გახანგრძლივებას გამოვრიცხავ, რადგან ამ სტადიონზე და ამ კლუბში თავს სულ ბედნიერად ვგრძნობ.

8-წლიანი მუშაობის მანძილზე გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ 6-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ასოციაციის თასი, 4-ჯერ ლიგის თასი, 2-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. საერთო ჯამში მისი ხელმძღვანელობით გამართული 472 მატჩიდან „ქალაქელებმა“ 343-ში გაიმარჯვეს, 66 ფრედ დაასრულეს და 63-ში დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები