ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

„ოქრო მისი თანმდევია“ – MARCA-მ ლაშა ტალახაძე გამოარჩია

სანამ სპორტსმენები საქმეს შეუდგებოდნენ და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას დაიწყებდნენ, ავტორიტეტულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა MARCA-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და ამა თუ იმ სპორტსმენებისა თუ გუნდებისგან შემდგარი ოცეული გამოაქვეყნა, რომლებიც საფრანგეთის დედაქალაქში აუცილებლად ოქროს მედალს მოიპოვებენ. ქართველი გულშემატკივრების გასახარად ოცეულში მოხვდა ლაშა ტალახაძე, რომელზეც როგორც უნიკალურ ძალოსანზე ისე საუბრობენ.

რას წერენ ტალახაძეზე

30 წლის ქართველი ძალოსანი და ოქროს მედალი ერთმანეთთან ყველაზე კარგად ასოცირდება. ის როგორც რიო დე-ჟანეიროს 2016 წლის, ასევე ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. შუალედში კი შვიდჯერ მსოფლიოს და ამდენჯერვე ევროპის ჩემპიონი გახდა, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა.

ხელუხლებელია და მხოლოდ თავადვე თუ გააუმჯობესებს ორჭიდის ჯამში დამყარებულ 492-კილოგრამიან რეკორდს, რასაც მან 2021 წელს მიაღწია. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ თუ მსოფლიოს პირველობაზე ის +109 კილოგრამში გამოდის, ოლიმპიადაზე +102-ში უწევს ასპარეზობა.

MARCA-მ ოცეულში ტალახაძე მერვე ადგილზე გაიყვანა და მასზე წინ სამხრეთ კორეის მშვილდოსანთა ნაკრები, ამავე ქვეყნის წარმომადგენლები სინქრონულ ცურვაში, ჩინეთის მაგიდის ჩოგბურთის ქალთა და მამაკაცთა ნაკრები გუნდები, აშშ-ის ქალ კალათბურთელთა ნაკრები და მძლეოსნები იაროსლავ მახუჩიკი, გრანტ ჰოლოუეი და არმანდ დუპლანტისი დააყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები