მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

დენა უაითმა დაადასტურა | დვალიშვილი ომალისთან ქამრისთვის იჩხუბებს

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა მიიღო. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლისა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის, შონ ომალის ჩხუბი UFC 306-ის მთავარი მოვლენა იქნება.

UFC 306 ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ გაიმართება და როგორც უაითმა აღნიშნა, UFC-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ღონისძიება იქნება. დენას თქმით, მისი საბრძოლო ორგანიზაცია „სფეროში“ სხვა ღონისძიებას არ ჩაატარებს და ეს ერთადერთი იქნება.

დვალიშვილისა და ომალის ჩხუბის გარდა, კიდევ ერთ სატიტულო დაპირისპირებას ვიხილავთ. ალექსა გრასო შეეცდება, საკუთარი ქამარი ვალენტინა შევჩენკოს წინააღმდეგ დაიცვას. UFC 306 10-ბრძოლიანი ქარდი აქვს და ასევე გველოდება ბრაიან ორტეგასა და დიეგო ლოპესის ძალიან საინტერესო შეხვედრა.

სხვათა შორის, დენას განცხადების შემდეგ, დვალიშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა და საჩემპიონო ბრძოლის მიღება აღნიშნა. მერაბი მეორე ქართველია, ვისაც UFC-ის ტიტულის დასაკუთრება შეეძლება. პირველად ეს ილია თოფურიამ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილია არასწორად მოიქცა“ | ვოლკანოვსკიმ თოფურია გააკრიტიკა
„ილია არასწორად მოიქცა“ | ვოლკანოვსკიმ თოფურია გააკრიტიკა