ხვიჩა კვარაცხელია, ნიკო უილიამსი
Aa
Aa

ხვიჩადან ნიკოზე გადაერთვნენ - პსჟ-სთვის პრიორიტეტი უილიამსია

ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას აპირებდა და იტალიური საინფორმაციო სააგენტოები თამამად აცხადებდნენ, რომ პარიზელები 23 წლის ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროსაც იხდიდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი შეიცვალა.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შთამბეჭდავად ჩატარებული ევროპის ჩემპიონატისა და ტიტულის მოგების შემდეგ, ლუის ენრიკესთვის პრიორიტეტული თანამემამულე ნიკო უილიამსის დამატება გახდა და კლუბის ხელმძღვანელებს მოუწოდა ესპანეთის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე დაიწყონ მუშაობა. უილიამსს „ბილბაოსთან“ ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს და მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ფრანგები მზად არიან „ატლეტიკს“ ამაზე ორჯერ მეტი შესთავაზონ და ნიკოსთვის ბრძოლაში „ბარსელონას“ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ, რომელიც იმდენად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, რომ ამხელა თანხის გაღებას ნამდვილად ვერ შეძლებს.

ნიკო უილიამსმა გასულ სეზონში კლუბსა და ნაკრებში ყველა ტურნირზე საერთო ჯამში ჩატარებულ 48 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის „ნაპოლის“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და პარტენოპეის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ქართველი მისი ახალი პროექტის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, ხვიჩას წასვლაზე ისე ხშირად აღარ იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები