მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„თეთრი ფაფახი შავის წინააღმდეგ“ | უმარ ნურმაგომედოვს სატიტულო ბრძოლა სურს

უმარ ნურმაგომედოვი დარწმუნებულია, რომ საჩემპიონო ბრძოლის მიღებასთან ახლოსაა. UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ კორი სენდჰეგენის დამარცხების შემთხვევაში, ტიტულისთვის იბრძოლებს და მერაბ დვალიშვილს ან შონ ომალის დაუპირისპირდება.

„ვინ უნდა იჩხუბოს ქამრისთვის მე თუ არა?! აღარავინაა დარჩენილი. დეივისონ ფიგერედო ყოფილი ჩემპიონია, მაგრამ არ მგონია, ჩემზე ცნობადი სახე იყოს და მისი და ომალის ან დვალიშვილის ბრძოლა უფრო საინტერესო იყოს.

ომალისთან ჩემი ისტორია მაქვს - „ირლანდია VS დაღესტანი“. მე და შონს განსხვავებული ღირებულებები და ცხოვრებისეული ხედვები გვაქვს და სწორედ მათ დაპირისპირებას ვიხილავთ. მერაბ დვალიშვილს რაც შეეხება, მასთანაც მაქვს ისტორია - „შავი ფაფახი VS თეთრი ფაფახი“. ესეც ძალიან საინტერესოა“.

ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მე-10 ნომერია, UFC-ში მისი რეკორდი კი 5:0-ზეა. ნურმაგომედოვი მომდევნო ბრძოლას რეიტინგის მე-2 ნომერთან, კორი სენდჰეგენთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილია არასწორად მოიქცა“ | ვოლკანოვსკიმ თოფურია გააკრიტიკა
„ილია არასწორად მოიქცა“ | ვოლკანოვსკიმ თოფურია გააკრიტიკა