საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვი მაინც რეზერვში მოიაზრება - ტორინოს დაცვა მძიმე სიტუაციაშია

იტალიის სერია A-ს დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, მაგრამ „ტორინოს“ მხრიდან სატრანსფერო ბაზარზე არანაირი აქტიურობა არ შეინიშნება. არადა, ალესანდრო ბონჯორნოს „ნაპოლიში“ წასვლისა და პერ შუურსის დიდი ხნით გამოკლების ფონზე, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ტურინელებს უკანა ხაზში ძალიან გაუჭირდებათ. ცნობილმა გამოცემა Gazzettagranata-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც „ტორინოს“ დაცვაზე და არსებულ პრობლემებზე ანალიტიკური წერილია დაწერილი, სადაც ჩვენთვის რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, საბა საზონოვი დადებით კონტექსტში მოხსენიებული არ არის.

რა წერია ტურინული კლუბის დაცვაზე

დაცვის ხაზში სამიდან ორი წამყვანი ფიგურის არყოფნის ფონზე, მხოლოდ საულ კოკოს დამატება „ტორინოს“ კარგს არაფერს მოუტანს. იწერება ბევრი იმის თაობაზე, რომ „სასუოლოდან“ მარტინ ერლიჩი მოვა, მაგრამ ამაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ჯერჯერობით არ არის.

მოცემულ მომენტში გუნდში კოკოსა და საბა საზონოვის სახით მხოლოდ ორი მოთამაშეა, რომელთაც მარჯვნივ შეუძლიათ თამაში, მარცხენა ფლანგს კი საჭიროების შემთხვევაში მასინა და დელავალე აითვისებენ.

თუ მაინცდამაინც დაცვის ძირითადი ოთხეულის შერჩევაზე მიდგება საქმე, საულ კოკო და მასინა სასტარტოში უნდა იყვნენ, საზონოვი და დელავალი კი აუცილებლად რეზერვში, რადგან ისინი სრულად საასპარეზოდ ჯერჯერობით მზად არ არიან.

საზონოვი ტორინოს გასულ ზაფხულს შეუერთდა და თუ თავდაპირველად თამაშის საშუალება ეძლეოდა, შემდეგ უკვე ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო, ის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

მსგავსი სიახლეები