ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

გამარჯვება 3 სეტში | ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ ვერონაში მიდინარე ჩელენჯერის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში, ბასილაშვილის მეტოქე ნიდერლანდელი იესპერ დე იონგი გახლდათ და ნიკოლოზმა 3 სეტში იმარჯვა.

პირველ სეტში, ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებაზე კარგად გამოიყურებოდნენ და მეტოქისთვის ბევრი შანსი არ მიუციათ. 5:4-ზე, ბასილაშვილმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და საწყისი პარტია 6:4 მოიგო. ნიკოლოზი მეორე სეტს 3:1-ს იგებდა, მაგრამ მეტოქეს დაბრუნების საშუალება მისცა და 4:6 დამარცხდა.

მესამე პარტიაში, ქართველი ჩოგბურთელი შესანიშნავი იყო. ბასილაშვილმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და 5:0 დაწინაურდა. 5:1-ზე, ნიკამ მატჩზე მოაწოდა და მომდევნო ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვა - 6:1.

ცნობისთვის, ვერონას ტურნირის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ლიეტუველ გაუბასსა და ბოლივიელ დელიენს შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპელუ ვიცე-კაპიტნად დანიშნეს - მამარდაშვილის წასვლის ნიშანი
პეპელუ ვიცე-კაპიტნად დანიშნეს - მამარდაშვილის წასვლის ნიშანი