დიდი ბრიტანეთი დავამარცხეთ | 18-წლამდე ნაკრების კარგი სტარტი
Aa
Aa

დიდი ბრიტანეთი დავამარცხეთ | 18-წლამდე ნაკრების კარგი სტარტი

სლოვენიაში, 18-წლამდე ევრობასკეტის B დივიზიონი დაიწყო და საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამართა. ჩვენმა გუნდმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და 80:67 მოიგო.

მატჩის საწყისმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ჩვენმა ნაკრებმა პირველი მეოთხედი 18:16 მოიგო, მეორე კი 16:19 წააგო და შესვენებაზე 1-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა - 34:35. მეორე ტაიმში, საქართველოს 18-წლამდე ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა და მესამე მეოთხედი 22:16, ხოლო მეოთხე მეოთხედი 24:16 მოიგო.

ჩვენს ნაკრებში ყველაზე მეტი 20 ქულა ავთანდილ ბახტაძემ მიითვალა და მის აქტივში 11 მოხსნა, 2 ასისტი, 3 დაფარება და 2 ჩაჭრაც იყო. ნიკოლოზ აბულაძემ 10 ქულა დააგროვა, ამირან აროშიძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 11 მოხსნა იყო.

ცნობისთვის, ჩვენი ნაკრები D ჯგუფშია მოხვედრილი და დიდი ბრიტანეთის გარდა, მისი მეტოქეები ნორვეგია, ავსტრია და პორტუგალია არიან. საქართველოს 18-წლამდე ნაკრები მომდევნო შეხვედრა 27 ივლისს გამართავს და ავსტრიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პეპელუ ვიცე-კაპიტნად დანიშნეს - მამარდაშვილის წასვლის ნიშანი
პეპელუ ვიცე-კაპიტნად დანიშნეს - მამარდაშვილის წასვლის ნიშანი