„ილია არასწორად მოიქცა“ | ვოლკანოვსკიმ თოფურია გააკრიტიკა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ექს-ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა. „ელ მატადორმა“ დაწერა, რომ მაქს ჰოლოუეის მასთან ჩხუბზე თანხმობა აიძულეს, რის გამოც, „ვოლკმა“ ქართველი ჩემპიონი გააკრიტიკა.
„მოდით, რეალისტები ვიყოთ და ვთქვათ, რომ მაქს ჰოლოუეის ჩხუბს ვერავინ აიძულებს. ყველამ იცის, რომ ჰოლოუეის თოფურიასთან ბრძოლა უნდოდა და საერთოდ, ის უარს არავისზე ამბობს. დარწმუნებული ვარ, მაქსის მხრიდან არანაირი დაყოვნება არ ყოფილა. ილიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ძმაო, ჰოლოუეის ჩხუბს ვერ აიძულებ.
ჩემი აზრით, ილია სწორად არ იქცევა და კარგავს გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემთან გამარჯვების შემდეგ მის მხარეს გადავიდნენ. შეიძლება, ეს მისი გრანდიოზული გეგმის ნაწილია, რომ მაქსს გონება აურიოს, მაგრამ არ მგონია, ასე იყოს. ჰოლოუეის ჩხუბს ვერ აიძულებს. ის ყველა მეტოქესთან ბრძოლაზე თანახმაა და ეს საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია“.
თოფურიას პოსტს რაც შეეხება, ილიამ დაწერა: „როგორც ჩანს, UFC-იმ ჩხუბზე თანხმობის თქმა აიძულა. ელ მატადორი დაბრუნდა. გილოცავთ UFC-ის ყველა ქომაგს“. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში პოსტი ჰოლოუეიმაც გაავრცელა და აღნიშნა: „მოთმინებით ველოდები“.