გურულის და ყუშიტაშვილის მოწინააღმდეგეები ცნობილია
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით რინგზე ორი მოკრივე, ლაშა გურული (63,5 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილი (92 კგ) და ორივე მათგანის პირველი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ გურული პირველ წრეში დაისვენებს, მეორეში კი, 29 ივლისს, მისი მეტოქე აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ლაშა მეოთხედფინალში სავარაუდოდ ოლიმპიური რეიტინგის მეორე ნომერს, ტაივანელ ლაი სეს დაუპირისპირება და თუ მასაც დაამარცხებს, მინიმუმ ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.
რაც შეეხება ყუშიტაშვილს, მას წილისყრაში შედარებით არ გაუმართლა და მერვედფინალში 28 ივლისს, მეორე განთესვის მქონე ტაჯიკი დავლატ ბოლტაევი შეხვდა, რომელიც საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი ოპონენტია. თუ გიორგი მას აჯობებს, მეოთხედფინალში ირლანდიელ ჯეკ მარლისა და პოლონელ მატეუშ ბერესჟინსკის შორის საუკეთესოსთან იჩხუბებს.
ყუშიტაშვილმა ოლიმპიური ლიცენზია ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ უკანასკნელ შესარჩევ ტურნირზე, გურულმა კი 2023 წელს ჩატარებულ ევროპულ თამაშებზე მოიპოვა.