წონა ჩაბარებულია | ჭიკაძე ალენზე ოდნავ მძიმეა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე მომდევნო ჩხუბს კვირას დილით გამართავს და არნოლდ ალენს დაუპირისპირდება. ამ წუთებში, მანჩესტერში აწონვების ცერემონია მიმდინარეობს და წონა ორივე მებრძოლმა ჩააბარა.
ასაწონად პირველი „ნინძა“ გავიდა და ქართველმა მებრძოლმა 146 ფუნტი (66.2 კილოგრამი) დააფიქსირა. ჭიკაძის შემდეგ ალენი გამოვიდა, რომელიც გიგაზე ოდნავ მსუბუქი აღმოჩნდა - 145 ფუნტი (65.7 კილოგრამი).
146 for Giga Chikadze pic.twitter.com/X1T86yAZXa
— MMA Mania (@mmamania) July 26, 2024
UFC 304-ის მთავარი მოვლენა ლეონ ედვარდსისა და ბელალ მუჰამადის ჩხუბია, რომლებმაც წონა ჩააბარეს. ედვარდსმა 170 ფუნტი დააფიქსირა (77.1 კგ), მუჰამადმა - 169 (76.6 კგ). ტომ ასპინალმა 251 ფუნტი დააფიქსირა - 113.8 კგ, კურტის ბლეიდსმა - 116.1
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.