გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი, სოფიო სომხიშვილი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური, ეთერ ასკილაშვილი
Aa
Aa

პარიზის ოლიმპიადა | ქართველი ჯუდოკების პირველი მეტოქეები ცნობილია

27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს დღეებია. რამდენიმე წუთის წინ, წილისყრის ცერემონია ჩატარდა და ქართველი ჯუდოკების პირველი მეტოქეების ვინაობები გაირკვა.

-60 კილოგრამი წონითი კატეგორია

გიორგი სარდალაშვილი პირველ რაუნდში დაისვენებს. მეორე რაუნდში, იგი იამ ვოლჩაკისა (22-ე ნომერი) და არნოლდ კისოკას (66-ე ნომერი) წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. სარდალაშვილი C ჯგუფში მოხვდა და ნახევარფინალში მისი მეტოქე სავარაუდოდ ლუკა მხეიძე იქნება.

-66 კილოგრამი წონითი კატეგორია

ვაჟა მარგველაშვილი პირველ რაუნდში დაისვენებს. მეორე რაუნდში მისი ოპონენტი მოჰამად რაშნონეჟადი (164-ე ნმერი) ან ვალიდე ხიარი (მე-16 ნომერი) იქნება.

-73 კილოგრამი წონითი კატეგორია

ლაშა შავდათუაშვილი პირველ რაუნდში მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერს, ჟოან-ბენიამინ გაბას დაუპირისპირდება. შავდათუაშვილს ნახევარფინალში გასასვლელად, დიდი ალბათობით, იაპონელი ჯუდოკას, სოიჩი ჰაშიმოტოს ბარიერის დაძლევა მოუწევს, რომელიც ლაშას მსგავსად, C ჯგუფში მოხვდა.

-81 კილოგრამი წონითი კატეგორია

ტატო გრიგალაშვილი მეორე რაუნდში მიჰაილ ლატისევს შეხვდება, რომელიც IJF-ის რეიტინგში 28-ე პოზიციას იკავებს. გრიგალაშვილი C ჯგუფშია და მატიას კასესა და ფინალამდე არ ხვდება.

-90 კილოგრამი წონითი კატეგორია

ლაშა ბექაური პირველ რაუნდში დაისვენებს. მეორე რაუნდში იგი ივაილო ივანოვს (მე-13 ნომერი) ან კარამნობ საგაიპოვს შეხვდება. ბექაური A ჯგუფშია და ნახევარფინალამდე, მისი ყველაზე რთული მეტოქე კრისტიან პარლატი გახლავთ.

-100 კილოგრამი წონითი კატეგორია

ილია სულამანიძე პირველ რაუნდში დაისვენებს. მეორე რაუნდში იგი 24-ე ნომერ ზლატკო კუმრიჩს ან მე-17 ნომერ ჯენარო პირელის დაუპირისპირდება. სულამანიძე და ჟორჟე ფონსეკა ერთ ჯგუფში არიან, რაც ნიშნავს, რომ ილიას ძალიან ძნელი ბადე ელის.

+100 კილოგრამი წონითი კატეგორია

გურამ თუშიშვილი პირველ რაუნდში დაისვენებს. მეორე რაუნდში მისი მეტოქე მბაგნიკ ნდიაე (30-ე ნომერი) ან ბუბაქარ მანე (51-ე ნომერი) იქნება. თუშიშვილი და ტედი რინერი ერთ ბადეში არიან და სავარაუდოდ, მას მათი დაპირისპირება მეოთხედფინალში გაიმართება.

ქალთა -57 კილოგრამი წონითი კატეგორია

ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას 28-ე პოზიციას მყოფ ლელე ნაირნესთან გამართავს.

-63 კილოგრამი წონითი კატეგორია

ეთერ ასკილაშვილის პირველი მეტოქე ანდრეია ლესკი გახლავთ - მეშვიდე ნომერი.

+78 კილოგრამი წონითი კატეგორია

სოფიო სომხიშვილი მედლისთვის ბრძოლას რენე ლუხტთან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა კონტეს მადლიერია და ამას მოედანზე თამაშით დაანახებს“
„კვარა კონტეს მადლიერია და ამას მოედანზე თამაშით დაანახებს“