ოლიმპიადა
Aa
Aa

პარიზი 2024: დოპინგსკანდალი ძიუდოში

დღეს (21:30) პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება. საფრანგეთის დედაქალაქი ოლიმპიურ თამაშებს 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ყველაფერი ჯერ არ დაწყებულა და უკვე პირველი დოპინგსკანდალი დაფიქსირდა.

28 წლის ერაყელი ძიუდოისტი საჯად სეჰენზე  (81 კგ, ტატო გრიგალაშვილის წონა) დოპინგზე ჩავარდა.

ერაყელ სპორტსმენს ტოპინგზე ტესტი 23 ივლისს აუღეს. პირველადმა შედეგებმა ცხადყო, რომ მის როგანიზმში მეტანდიენონი და ბოლონდენონი იყო, რომლებიც ანაბოლიკურ-ანდროგენულ სტეროიდებს მიეკუთვნებიან. ამის გარკვევის შემდეგ, სეჰენზეს ასპარეზობის უფლება შეუჩერეს. საქმე ჯერ კიდევ ძიების პროცესშია.

ერაყელი ტატამიზე 30 ივლისს უნდა გამოსულიყო, თუმცა ამჟამად სეჰენზეს ვარჯიში აკრძალული აქვს. მის საბოლოო დისკვალიფიკაციაზე კი ანტიდოპინგური კომიტეტი იმსჯელებს. ყველაფერი ცნობილი განმეორებითი ტესტის შემდეგ გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სილაგი: „ბაზაძე ზედმეტ მოძრაობებს არასოდეს მპატიობს“
სილაგი: „ბაზაძე ზედმეტ მოძრაობებს არასოდეს მპატიობს“