ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ჰოლოუეის გრანიტის ყბა აქვს, ილიას რთული ჩხუბი ელის“ | ვოლკანოვსკის ვარაუდი

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა. „ვოლკის“ თქმით, „დალოცვილს“ გრანიტის ყბა აქვს და „ელ მატადორს“ მასთან ურთულესი დაპირისპირება ელის.

„ორივე ბრწყინვალე მებრძოლია, მაგრამ მაქსმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზეა. ილიას ძლიერი ხელები აქვს და ერთადერთი შანსი, რომ გაიმარჯვოს, ჰოლოუეის შეცდომაზე დაჭერაა. ილიასადმი უპატივცემულობას არ ვიჩენ, მაგრამ მაქსმა დაამტკიცა, რომ გრანიტის ყბა აქვს და მისი დანოკაუტება პრაქტიკულად გამორიცხულია.

როცა შენი საუკეთესო შანსი ჰოლოუეის ყბის განადგურება და მისი დანოკაუტებაა, იღბალი აუცილებლად დაგჭირდება. ეს ბევრჯერ ვცადე და არც ერთხელ გამომივიდა. იგივე გააკეთეს ჩემზე ბევრად ძლიერი დარტყმის მქონე მებრძოლებმა, მაგრამ მიზანს მათაც ვერ მიაღწიეს. ჰოლოუეს Pound-for-pound საუკეთესო ყბა აქვს და თოფურიას რთული ბრძოლა ელოდება“.

ცნობისთვის, გუშინ, „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ოქტაგონზე მალე დაბრუნდება. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მისი მომდევნო მეტოქე ჰოლოუეი იქნება, რომელიც BMF-ის სიმბოლურ ქამარს ფლობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა კონტეს მადლიერია და ამას მოედანზე თამაშით დაანახებს“
„კვარა კონტეს მადლიერია და ამას მოედანზე თამაშით დაანახებს“