ალფონსო დევისი
Aa
Aa

რეალს ალფონსო დევისი ბაიერნიდან უფასოდ მიჰყავს

ესპანური As-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“ ალფონსო დევისს მიუნხენის „ბაიერნიდან“ უფასოდ გაიფორმებს.

ფეხბურთელსა და „ბაიერნს“ შორის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მადრიდის „რეალი" მზად იყო დევისის ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ მიუნხენელებმა 50 მილიონი ევრო მოითხოვეს.

წყარო წერს, რომ მადრიდული კლუბი 23 წლის მცველთან შეთანხმდა, რომ ის დაელოდება სეზონს, შეასრულებს მოქმედ კონტრაქტს ბოლომდე და შემდეგ წელს „რეალში" უფასოდ გადავა, რისთვისაც ლოდინისთვის „მადლიერების" ბონუსს მიიღებს, რაც საფეხბურთო სამყაროში გავრცელებული პრაქტიკაა.

ამ სცენარიდან გამომდინარე „ბაიერნი“ ბევრს ვერაფერს გააკეთებს და რეალობასთან შეგუება მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ალფონსო დევისმა ბუნდესლიგის 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა კონტეს მადლიერია და ამას მოედანზე თამაშით დაანახებს“
„კვარა კონტეს მადლიერია და ამას მოედანზე თამაშით დაანახებს“