ფეთქებადი ენერგიის დაუნდობელი მებრძოლი - სარდალაშვილი ფავორიტებს შორისაა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ხვალ მედლები უმჩატეს, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს სახელით ტატამიზე 21 წლის გიორგი სარდალაშვილი გავა, რომელმაც 2024 წელს ძიუდოს ქომაგებს თავი უკვე კარგად გააცნო. მაისში მან ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში აბუ-დაბიში გამართული პლანეტის პირველობის ჩემპიონის ტიტული მოიგო და გახდა საქართველოს ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. ცნობილმა ვებ-გვერდმა Judoinside-მა ხვალინდელი შეჯიბრების შანსებსა და 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფავორიტებზე ვრცლად ისაუბრა
რას წერენ სარდალაშვილზე
გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ქართველი ჩემპიონია, რომელიც ფეთქებადი ენერგიითა და დაუნდობელი ბრძოლის სტილით გამოირჩევა. 21 წლის ასაკში გამოცდილი, დაღვინებული ძიუდოისტივით ჭიდაობს და საყოველთაო აღტაცებას იწვევს.
სარდალაშვილის ერთ-ერთ კონკურენტს რიუიუ ნაგაიამას რეიტინგში მეექვსე პოზიცია უკავია და მას ოლიმპიადა არასოდეს მოუგია - იაპონელის ანგარიშზე მთავარ სპორტულ შეჯიბრებაზე ორი ვერცხლის მედალია. ტექნიკური თვალსაზრისით ნაგაიამა ამ წონაში საუკეთესოა, მაგრამ ოლიმპიადა ისეთი ტურნირია, რომ წინა პლანზე სხვა ბევრი ფაქტორებიც გამოდის.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონობის გარდა, გიორგი სარდალაშვილს 2021 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა, ხოლო 2022 წელს აბუ-დაბის გრანდ სლემი აქვს მოგებული.