გრანადა, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„მოედანზე ნახავთ, რაც შემიძლია“ - წიტაიშვილის პირველი კომენტარი გრანადაში

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგა 2-ში გავარდნილმა „გრანადამ'' გიორგი წიტაიშვილი გაიფორმა. კიევის „დინამომ'' 23 წლის ფეხბურთელი ესპანურ კლუბში ერთი სეზონით გაანათხოვრა.

წიტაიშვილმა მალევე თავისი პირველი ოფიციალური კომენტარიც გააკეთა:

„შეგიძლიათ გიო დამიძახოთ. გიორგი მქვია და საქართველოში ასე მეძახიან. იმედი მაქვს თქვენთან ხორხედ მომიხსენიებენ.

მირჩევნია რა შემიძლია და რა არა ამაზე მწვრთნელმა ისაუბროს, თქვენ ყველაფერს მოედანზე ნახავთ, რისი გაკეთებაც შემიძლია.

ჩემი ოჯახი ბოლო ორწელიწადნახევარი ესპანეთში ცხოვრობს, ჩემი ქალიშვილიც აქ დაიბადა. მეც მინდოდა აქ ცხოვრება, ესპანეთი მიყვარს, აქ თამაში ჩემი ოცნება იყო. მომწონს გრანადას პროექტი, ეს დიდი კლუბია და ამ კლუბში შევეცდები ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, რა თქმა უნდა, მარჯვენა ფლანგზე თამაში უფრო მომწონს, მაგრამ ბოლო 3 წელია მარცხნივ ვთამაშობ და რასაც მწვრთნელი გადაწყვეტს იმას ვიზამ. არანაირი პრობლემა არ მაქვს.

ვიცი, რომ გრანადა გასულ წელს ლა ლიგაში თამაშობდა. აქ გრანადა B-ში ერთი ქართველი თამაშობდა (გუგეშაშვილი) და ის ჩემი მეგობარია. ასევე ვიცი უკრაინელი კრავეცი, მატჩებს ხშირად ვუყურებდი და გრანადას შესახებ ბევრი ვიცი.

100%-ით და მეტით შევეცდები, რომ ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო, ხოლო რაც შეეხება თუ რა იყო კიევის დინამოში, ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ახლა აქ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაჩვენო, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებ“.

აქვე გეტყვით, რომ წიტაიშვილი 2025-წლამდე კიევის „დინამოს’’ საკუთრებაშია, მან გასული 1 წელი იჯარით ბათუმის „დინამოში’’ გაატარა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნიჭი და სანახაობა, ეს მისი დღე იყო“ - კვარამ პირველივე ვარჯიშზე გაიბრწყინა
„ნიჭი და სანახაობა, ეს მისი დღე იყო“ - კვარამ პირველივე ვარჯიშზე გაიბრწყინა