გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლევანტე წინადადებების მოლოდინშია - ესპანური გამოცემა ქოჩორაშვილზე

ვალენსიური გამოცემა Lasprovincias-ი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს. წყაროს ცნობით, „ლევანტე’’ ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებების მოლოდინშია. როგორც ჩანს, ჯერ „ლევანტეს’’ ოფიციალური წინადადებები ან საკმარისად საინტერესო წინადადებები არ მიუღია, რაც ცხადია არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოლაპარაკებები ჯერ დაინტერესებულ კლუბებსსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდეს.

Eldesmarque: „ევრო 2024-ზე კარგი თამაშიდან გამომდინარე „ლევანტესთვის’’ გიორგი ქოჩორაშვილი საუკეთესო აქტივია ფინანსური სარგებლის მისაღებად’’.

ესპანურმა MARCA-მ 20 ივლისს გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით დაწერა, რომ რამდენიმე კლუბმა ინტერესი გამოხატა. ფეხბურთელის საწყისი ფასი 5 მილიონი ევრო იყო, თუმცა შესაძლოა სატრანსფერო თანხა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გაიზარდა. მიმდინარე ზაფხულში ქოჩორაშვილი „ვილიარეალს'', „ლაციოსა'' და „ტორინოს'' დაუკავშირეს.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ინტერესი „ტულუზადან'', „ანდერლეხტიდან'' და საუდის არაბეთის კლუბებიდანაც იყო, თუმცა უდიდესი ალბათობით ქოჩორაშვილს ტოპ 5 ჩემპიონატში ვიხილავთ, პრიორიტეტი ლა ლიგაა. ბავშვობიდან მოყოლებული ფეხბურთელის ოცნება ესპანეთში თამაში იყო და აქედან გამომდინარე დიდია იმის ალბათობა, რომ უპირატესობა ლა ლიგას მიანიჭოს. კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით: 18 წლის ასაკში, როცა „საბურთალოდან'' „ჟირონას'' აკადემიაში გადავიდა, პორტუგალიურ „გიმარაეშში'' გადასვლაც შეეძლო, თუმცა რადგან მისი ოცნება ესპანეთში თამაში იყო, პორტუგალიურ კლუბს უარი უთხრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები