ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„კვარა კონტეს მადლიერია და ამას მოედანზე თამაშით დაანახებს“

ნეაპოლური გამოცემა ilmionapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს მიმართ მადლიერებას გამოხატავს, რომ მას სრული ნდობა გამოუცხადა და გუნდის ლიდერად თვლის. საპასუხოდ ქართველი მოედანზე თავისი მაქსიმუმის გაღებას აპირებს.

„ანტონიო კონტემ კვარას დარჩენაში ფუნდამენტური როლი შეასრულა. ის ხვიჩასთან თუნდაც პირადადაც ხშირად საუბრობდა და ამ ფაქტსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კონტესთვის ხვიჩა გუნდის ფუნდამენტური მოთამაშე და პროექტის მთავარი ელემენტია.

კვარა მწვრთნელის სიტყვებს დიდად აფასებს და თავს კარგად გრძნობს. ახლა ნაპოლის ქართველ ფორვარდს სურს, რომ კონტეს მიმართ მადლიერება მოედანზე გოლებითა და შესანიშნავი თამაშით გამოხატოს. ეს არის დიდი რწმენა და ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტითაც აღნიშნა: „ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი გოლები“.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კვარაცხელიას ხელშეკრულების ამბავი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს, რადგან კლუბმა გასულ სეზონში ამ მიმართულებით შეცდომები დაუშვა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას კონტაქტს ვადა 2027 წელს ეწურება. მისი წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონია. მხარეები ამ დრომდე ახალ პირობებზე ვერ თანხმდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი კვარაცენტრული იქნება“ - ხვიჩას კონტეს სიტყვები მოეწონა
„ნაპოლი კვარაცენტრული იქნება“ - ხვიჩას კონტეს სიტყვები მოეწონა