ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„ნაპოლი კვარაცენტრული იქნება“ - ხვიჩას კონტეს სიტყვები მოეწონა

ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში დაბრუნებასა და პირველ სავარჯიშო დღეს იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ უკვე ყველაფერი დალაგდა და ახალი „ნაპოლი“ ხვიჩას ირგვლივ აშენდება.

„კონტე ყოველთვის ცხადად ამბობდა: მას ნაპოლის ხილვა დი ლორენცოსა და კვარაცხელიას გარეშე არ სურდა. მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა, როცა გუშინ ორივე მათგანი კასტელ დი სანგროში იხილა. ისინი გუნდს ღიმილით შეეგებნენ და დაძაბულობა განიმუხტა. ქართველს ახალ სეზონში ლიდერის როლის მორგება მოუწევს.

კვარას სახე ნეაპოლელთა რესტარტის სიმბოლოა. ის ახალი ტაქტიკური პროექტის მთავარ საყრდენად რჩება. ხვიჩა ვიქტორ ოსიმენის მთავარ როლს მოირგებს. ნიგერიელი წასასვლელად მზად არის.

ნაპოლი კვარაცენტრული იქნება. კონტეს სიტყვებმა ხვიჩაზე დადებითად იმოქმედა. ანტონიო მას გუნდის აბსოლუტურ ლიდერად და მთავარ გმირად განიხილავს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას 28 ივლისს ალბანურ „ეგნატიასთან“ გამართავენ. 31 ივლისს ფრანგულ „ბრესტს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 3 აგვისტოს ესპანურ „ჟირონას“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნიჭი და სანახაობა, ეს მისი დღე იყო“ - კვარამ პირველივე ვარჯიშზე გაიბრწყინა
„ნიჭი და სანახაობა, ეს მისი დღე იყო“ - კვარამ პირველივე ვარჯიშზე გაიბრწყინა