ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნიჭი და სანახაობა, ეს მისი დღე იყო“ - კვარამ პირველივე ვარჯიშზე გაიბრწყინა

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

Sky Sport Italia წერს, რომ ხვიჩამ პირველივე ვარჯიშზე ყველას აღფრთოვანება შეძლო და ქართველი გუნდს საოცარ ფორმაში დაუბრუნდა.

„ნიჭისა და სილამაზის პირველი კადრები. კვარაცხელიამ კასტელ დი სანგროში თავის პირველივე ვარჯიშზე გამოავლინა მისი უნიკალური თვისებები. კონტეს ხელში უკვე თითქმის სრული გუნდია.

ეს დღე სრულად კვარას იყო. ის კარგად იცავდა, მოთმინებით გამოირჩეოდა და მშვენიერი სანახაობა შემოგვთავაზა. ეს კარგი იყო კონტესთვის, რომელსაც უკვე შეუძლია ხვიჩასთან ერთად იმუშაოს და თავისი გეგმების განხორციელებას შეუდგეს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩას ბაზაზე გამოჩენისას 7-ნომრიანი მაისური და შორტი ეცვა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარა ნომერს შეიცვლიდა და ახალი შვიდიანი იქნებოდა, შემდეგ დაიწერა, რომ ასე არ მოხდებოდა, თუმცა ახალი ფოტოები ამჯერად სულ სხვა რამეზე მიუთითებს. შესაძლოა ეს უბრალოდ დროებითია ან რაიმე შეცდომასთან გვაქვს საქმე (ერთ-ერთი ინფორმაციით, ეს უბრალოდ სავარჯიშო ფორმაა და მეტი არაფერი). ამას მალე გავიგებთ.

ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას 28 ივლისს ალბანურ „ეგნატიასთან“ გამართავენ. 31 ივლისს ფრანგულ „ბრესტს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 3 აგვისტოს ესპანურ „ჟირონას“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
La Repubblica: ნაპოლიმ საბოლოო შეთავაზება გაუკეთა, ახლა კვარას სვლის დროა
La Repubblica: ნაპოლიმ საბოლოო შეთავაზება გაუკეთა, ახლა კვარას სვლის დროა