გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: გულიაშვილის სარაევომ ტრნავასთან ფრედ ითამაშა

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ შინ სლოვაკურ „ტრნავას“ დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

ბოსნია ჰერცოგოვინული კლუბი საკუთარ კედლებში თამაშობდა და უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს და მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა.

რაც შეეხება გიორგი გულიაშვილს, ქართველი შემტევი ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა, თუმცა ამჯერად წინა მატჩისგან განსხვავებით გოლის გატანა ვერ შეძლო.

როგორც მოგეხსენებათ, საკვალიფიკაციოს პირველ ეტაპზე გულიაშვილმა ყაზახურ „აქტობეს“ გაუტანა და „სარაევო“ გადაარჩინა.

აქვე გეტყვით, რომ განმეორებითი შეხვედრა 1 აგვისტოს სლოვაკეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა: იბერია 1999-მა ალბანური პარტიზანი დაამარცხა
კონფერენს ლიგა: იბერია 1999-მა ალბანური პარტიზანი დაამარცხა