კონფერენს ლიგა: ვოლკოვის დუბლი და ზირას გამარჯვება
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში დავით ვოლკოვის აზერბაიჯანულმა „ზირამ“ სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.
მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ვოლკოვმა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და დუბლი შეასრულა.
51-ე წუთზე ვოლკოვმა თავური დარტყმით შეაგდო და ანგარიში 3:0 გახადა. ზუსტად ორ წუთში კი საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით შეხვედრას წერტილი დაუსვა.
შეგახსენებთ, რომ ვოლკოვმა ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც გაიტანა, როცა ტირასპოლის „შერიფს“ გაუტანა, თუმცა მისი გუნდისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.
„ზირა“ საპასუხო შეხვედრას სტუმრად 1 აგვისტოს გამართავს.