გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე ლიონთან წინასასეზონო მზადებას იწყებს - როდის შედგება დებიუტი

ფრანგული გამოცემა olympique-et-lyonnais-ი წერს, რომ გიორგი მიქაუტაძე შაბათს გუნდს შეუერთდება და წინასასეზონო სამზადისს ოფიციალურად დაიწყებს.

„ლიონი შაბათს ორ ახალ მაცხოვრებელს მიიღებს. ერთმა, ორელ მანგალამ უკვე ადგილი კარგად იცის, ის გუნდს ზამთარში შეუერთდა. გიორგი მიქაუტაძისთვის კი ეს სახლში დაბრუნებაა, თუმცა ამავე დროს ის აღმოჩენაც არის.

ევრო 2024-ის შემდეგ რამდენიმე კვირიანი დასვენება სრულდება და მიქაუტაძე ვარჯიშს ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება მიქაუტაძის დებიუტი „ლიონის“ მაისურით. ფრანგული კლუბი თავის მომდევნო მოსამზადებელ მატჩს 31 ივლისს საბა საზონოვის „ტორინოსთან“ გამართავს. 3 აგვისტოს კი „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდება. სავარაუდოდ ამ ორი მატჩიდან რომელიმეში მიქაუტაძის დებიუტი შედგება.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „ლიონს“ საკუთარი მომავალი 4 წლით დაუკავშირა. ფრანგულ კლუბს გიორგის ტრანსფერი 18.5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა, ბონუსებით, თანხამ შესაძლოა, 4.5 მილიონით მოიმატოს. გარდა ამისა, მიქაუტაძის გასხვისების შემთხვევაში, „ლიონმა“ „მეცს“ მიღებული თანხის 15 პროცენტი უნდა გადაუხადოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქალაქის კვირის დაბრუნება - მიქაუტაძის აღიარება
ქალაქის კვირის დაბრუნება - მიქაუტაძის აღიარება