ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: ტორპედო კვიპროსში ომონიასთან დამარცხდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ კვიპროსში „ომონიას“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

პირველ ტაიმში სტივ კინის გუნდმა გამოკვეთილ მეორე ნომრად თამაში არჩია და ტაიმის სასურველი ანგარიშით დასრულებამდე ცოტა დააკლდა. „ომონიამ“ სტანდარტულებიდან ქუთაისელთა კართან ბევრი ხიფათი შექმნა და ორივე გოლი ასე გაიტანა.

41-ე წუთზე სენუ კულიბალიმ კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, უძლიერესი თავურით გაიტანა.

მეორე ტაიმში „ტორპედომ“ თამაში გამოასწორა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტივ კინმა მოედანზე ბიძინაშვილი და ფაცაცია გამოჩნდნენ.

75-ე წუთზე ფელიპე პირესმა ბრძოლის შედეგად მცველს აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ „ტორპედომ“ მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მიჯრით ორი გოლი გაუშვა. კულიბალიმ 78-ე წუთზე ჯარიმის შემდეგ, მეორე თავური გაიტანა და დუბლი გაიფორმა. 84-ე წუთზე კი ევანდრომ ლამაზი კომბინაცია ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა.

ერთ კვირაში „ტორპედო“ „ომონიას“ ქუთაისში უმასპინძლებს და საკუთარი კედლების უპირატესობის გამოყენებას შეეცდება.

აქვე გეტყვით, რომ კონფერენს ლიგაზე დღეს თავისი მატჩი მოიგო „იბერია 1999“-მა, რომელმაც თბილისში ალბანურ „პარტიზანს“ 2:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ამბავი მესიდან კვარამდე: ჩვენში მიძინებული ბავშვის გამოღვიძება
ამბავი მესიდან კვარამდე: ჩვენში მიძინებული ბავშვის გამოღვიძება