იბერია 1999
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: იბერია 1999-მა ალბანური პარტიზანი დაამარცხა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“-მა თბილისში ალბანურ „პარტიზანს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში კორღალიძის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და კარისკენაც არ დაარტყმევინა. მამაგეიშვილისა და კოხრეიძის ლიდერობით თბილისურმა გუნდმა ტაიმის მოგება შეძლო.

31-ე წუთზე სწორედ კოხრეიძისა და მამაგეიშვილის კონტრიერიშის შემდეგაც, პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად შოთა ნონიკაშვილმა აქცია.

პირველ ტაიმში უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გიზო მამაგეიშვილი იყო, რომლის შეჩერებაც მეტოქე გუნდის მოთამაშეებს ძალიან უჭირდათ.

მეორე ტაიმის სტარტზე „პარტიზანი“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა. რაპაიმ 48-ე წუთზე ნონიკაშვილის წინააღმდეგ უხეში ვარდნა განახორციელა, მეორე ყვითელი მიიღო და თავისი გუნდი 10 კაცით დატოვა. ზოგადად მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა.

კაცის გაგდების შემდეგ, „პარტიზანი“ რამდენიმე წუთით გააქტიურდა და შეტევაში მომენტების შექმნა დაიწყეს, თუმცა თბილისელებმა რიცხობრივი უპირატესობა მაინც გამოიყენეს და როგორც პირველივე წუთებიდან, 57-ე წუთზეც ლამაზი და გააზრებული იერიში შემოგვთავაზეს, რომელიც მალელმა ლეგიონერმა სილია ჩეიკნემ გოლით დაასრულა - 2:0.

მეტოქემ უხეშად თამაში განაგრძო და 74-ე წუთზე თბილისელთა ლიდერი გიორგი კოხრეიძე დაიმტვრა. საბოლოოდ ცვლილება აუცილებელი გამოდგა და რთული სათქმელია, თუ რა დონის დაზიანებასთან გვაქვს საქმე.

მატჩს 8 წუთი დაემატა, თუმცა „იბერია 1999“-მა მესამე ბურთის გატანა ვერ შეძლო, პირიქით, მეტოქე მეტად აქტიურობდა და მაქსიმუმი გააკეთეს, რომ შინ ნულზე არ დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ვერაფერი მოახერხეს.

განმეორებითი მატჩი ზუსტად ერთ კვირაში ალბანეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადახედეთ კვარას კონტრაქტს! ოსიმენის 10 მილიონი უთანასწორო დამოკიდებულებას ქმნის“
„გადახედეთ კვარას კონტრაქტს! ოსიმენის 10 მილიონი უთანასწორო დამოკიდებულებას ქმნის“