ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„100%-ით ვერ ითამაშებ, თუ 60%-ით ვარჯიშობ“ - რას ითხოვს ფლიკი გუნდისგან

ჰანსი ფლიკი „ბარსელონაში“ მუშაობას აქტიურად შეუდგა და ნელ-ნელა გამოიკვეთა, თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებს მისი გუნდი.

„ცხადია, მე და გუნდი აქ ტიტულების მოსაპოვებლად ვართ. როცა თამაშობ ან მწვრთნელი ხარ, შენი მიზანი ერთია - ტიტულების მოგება, და ეს მოგვწონს.

რაც შეეხება ზეწოლას, ჩემი სამსახური ბარსას გაწვრთნაა და ვიცი ეს რაც არის. შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, შენ მოედანზე ხარისხი უნდა აჩვენო, თავი გამოიჩინო, მატჩებისთვის სათანადოდ მომზადებაა საჭირო.

ძალზე მნიშვნელოვანია ვარჯიშებისას მთელი ენერგიის გაღება და დათმობა, რადგან ამის შემდეგ შეძლებ მატჩებში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინო. 100%-ით ვერ ითამაშებ, თუ 60%-ით ვარჯიშობ. არანაირი ზეწოლა არ არის, მე ამას ადვილად გავუმკლავდები და მყავს ოჯახი, რომელიც ამაში დამეხმარება.

ჩემი მიზანია მოედანზე მყავდეს გუნდი, რომელიც ბურთით და უბურთოდ აქტიური იქნება, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რისთვის ვთამაშობთ. ინიციატივის გამოჩენა მნიშვნელოვანია. სულ ერთია 4-2-3-1 სქემით ვითამაშებთ, თუ 4-4-2-ით. მთავარია მომზადება და შენი გეგმა, მოედანზე სრულად დახარჯვა“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ნიკო უილიამსის ტრანსფერზე მუშაობს და მას მალე გაიფორმებს, რის შემდეგაც მათი სამიზნე დანი ოლმო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: „ჩავიზე მაღლა ბარსელონა დგას“
ლაპორტა: „ჩავიზე მაღლა ბარსელონა დგას“