ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

La Repubblica: ნაპოლიმ საბოლოო შეთავაზება გაუკეთა, ახლა კვარას სვლის დროა

გუშინ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შეუერთდა და გუნდთან ერთად წინასასეზონო მზადება დაიწყო.

დღეს ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica ხვიჩას მომავლის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საბოლოო სვლის გაკეთება ქართველ ფეხბურთელზეა.

„კვარაცხელია საწვრთნელ ბაზას უპირველეს ყოვლისა ერთი მიზნითა და ფიქრით დაუბრუნდა: რაც შეიძლება მალე დასრულდეს მისი სატრანსფერო საპნის ოპერა, რომელიც კონტრაქტის განახლებას ეხება. დე ლაურენტისმა მას სეზონში 4.5 მილიონი ევრო შესთავაზა და ახლა ფეხბურთელის გადასაწყვეტია, თუ რას იზამს.

ნებისმიერ შემთხვევაში ხვიჩას კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლამდე აკავშირებს და კონტემ მას ხელშეუხებელი ფეხბურთელი უწოდა. მალე კასტელ დი სანგროს ბაზაზე პრეზიდენტიც ჩამოვა და ყველაფერი გადაწყდება. მას არ სურს, რომ კიდევ დიდხანს ელოდოს“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა წლიურად 7-8 მილიონი ევრო მოითხოვა, თუმცა ამ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და თავად ჯუღელს არაფერი დაუდასტურებია. „ნაპოლის“ წინადადება 4.5 მილიონია, რომელიც ბონუსების სახით 5.5 მილიონამდე ადის.

და ბოლოს, კლუბი 31 წლის რომელუ ლუკაკუს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, წლიურად კი ბონუსების გამოკლებით 6 მილიონს სთავაზობს, იმაზე მეტს ვიდრე კვარაცხელიას, რომელსაც კლუბში ახალი პროექტის მთავარ ფიგურად თვლიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის სატრანსფერო საგა | რა სათადარიგო ვარიანტები აქვს ნიგერიელს
ოსიმენის სატრანსფერო საგა | რა სათადარიგო ვარიანტები აქვს ნიგერიელს