გიგა ჭიკაძე, ბენეილ დარიუში
Aa
Aa

„როცა ფორმაშია, მსოფლიოში საუკეთესოა“ | დარიუში ჭიკაძეს აქებს

ბენეილ დარიუში UFC-ის მებრძოლია, რომელიც მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს. დარიუში გიგა ჭიკაძეს ახლო მეგობარია და UFC 304-ზე, არნოლდ ალენთან გასამართ ჩხუბამდე, ქართველ მებრძოლზე ისაუბრა.

„ყველასთვის აშკარაა გიგა რამდენად მაღალი დონის სტრაიკერია, მაგრამ ვფიქრობ, კომპონენტი, რომელშიც მან ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია, გრეპლინგია. ჩემი აზრით, ჭიკაძის დამოკიდებულება ოდნავ შეიცვალა და განსხვავებული ხედვები ჩამოუყალიბდა.

MMA-ში გადმოსვლის შემდეგ, მის სტილში ბევრი რამ შეიცვალა. როცა გიგა ფორმაშია, მსოფლიოში საუკეთესოა. ამას UFC 304-ზე ვაჩვენებთ, მანამდე კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩხუბს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მისი მომდევნო მეტოქე არნოლდ ალენი გახლავთ. ალენი გამოცდილი მებრძოლია, რომელსაც ბოლო 5 ბრძოლა მოვსარ ევლოევის, მაქს ჰოლოუეის, კელვინ კატარის, დენ ჰუკერისა და სოდიქ იუსუფის წინააღმდეგ გაუართავს. ალენს ზედიზედ ორი წაგება აქვს და ევლოევთან და ჰოლოუეისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლას ფავორიტი | ედერსონის წასვლის შემთხვევაში სიტი მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
გუარდიოლას ფავორიტი | ედერსონის წასვლის შემთხვევაში სიტი მამარდაშვილის შეძენას შეეცდება