ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: „ჩავიზე მაღლა ბარსელონა დგას“

გასული სეზონის მიმდინარეობისას, „ბარსელონაში“ სიტუაცია რამდენჯერმე შეიცვალა. ჯერ ჩავი ერნანდესმა იანვარში გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც ის სეზონის დამთავრების შემდეგ თანამდებობას დატოვებდა. მოვლენების ასეთი განვითარება არ აწყობდათ კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტასა და სპორტულ დირექტორს, დეკუ სოუზას, რომელთაც ყველა ღონე იხმარეს, რომ ერნანდესი დარჩენაში დაეყოლიებინათ. დაიყოლიეს კიდეც, მაგრამ რამდენიმე კვირაში, ლაპორტას ერთ-ერთ პრეს კონფერენციაზე ჩავის მიერ გაკეთებული განცხადებები არ მოეწონა და ის პოსტიდან დაითხოვა. ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯანს დიტერ ფლიკის წარდგენის დროს, ბლაუგრანას პრეზიდენტს ჩავი ერნანდესის წასვლაზე კომენტარის გაკეთება მოუწია.

რა თქვა ლაპორტამ

ჩავის გაშვების გადაწყვეტილება იოლად მისაღები ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ამ კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, დირექტორთა საბჭოს წევრებმა და მე „ბარსას“ ინტერესები დავიცავით, რადგან ეს გუნდი ჩავიზე მაღლა დგას.

არ ვფიქრობ რომ ბოლომდე მართლები ვიყავით და შეიძლება ერნანდესის მიმართ დამნაშავეებიც ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცის შეცვლის დრო იყო მოსული. ჩავიმ და მისმა გუნდმა საოცარი სამუშაო გასწიეს - მოიგეს ლა ლიგა და სუპერთასი, მაგრამ გასული სეზონი იმდენი წინააღმდეგობებით იყო აღსავსე, რომ ასეთ რაღაცეებს საერთოდ არ ველოდი.

2021 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 27 მაისამდე ჩავის ხელმძღვანელობით ჩატარებული 142 მატჩიდან „ბარსელონამ“ 89 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა და 29 წააგო. მას ჰანს დიტერ ფლიკი შეცვლის, რომლის ბოლო სამუშაო ადგილიც გერმანიის ნაკრები იყო.

მსგავსი სიახლეები