ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენის სატრანსფერო საგა | რა სათადარიგო ვარიანტები აქვს ნიგერიელს

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, ვიქტორ ოსიმენის მომავალი კვლავინდებურად ბურუსითაა მოცული. ნიგერიელ ფეხბურთელს „ნაპოლის“ დატოვება სურს, მაგრამ ვერა და ვერ გამოჩნდა კლუბი, რომელიც „პარტენოპეის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ოსიმენით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდებოდა, თუმცა, Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ნათქვამია, რომ კლუბები ფინანსურ საკითხებს ვერ ათანხმებენ. პსჟ-ს „ნაპოლისთვის“ 90 მილიონ ევროზე მეტი არც ერთხელ შეუთავაზებია, აურელიო დე ლაურენტისი კი მინიმუმ 100 მილიონის მიღებაზეა ორიენტირებული.

პარიზელთა პრობლემა ისიცაა, რომ ვიქტორის ტრანსფერის დასახურად, რანდალ კოლო მუანის ან გონსალუ რამუშის გაშვება ესაჭიროებათ. ფრანგები გაუმჯობესებულ წინადადებაზე სწორედ ამის შემდეგ დაფიქრდებიან.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ოსიმენმა ალტერნატიულ ვარიანტებზე დაიწყო ფიქრი. La Repubblica-ს მიხედვით, ვიქტორის გეგმა ბ საუდის არაბეთია, გეგმა გ კი „ჩელსი“. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლას ფავორიტი | ედერსონის წასვლის შემთხვევაში სიტი მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
გუარდიოლას ფავორიტი | ედერსონის წასვლის შემთხვევაში სიტი მამარდაშვილის შეძენას შეეცდება