რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, მარინო ბარტოლეტი
Aa
Aa

კვარა-ლუკაკუს დუეტი წარმოუდგენლად ძლიერი იქნება - ნეაპოლელი ჟურნალისტი ქართველზე

როგორც უკვე კარგად ცნობილია, ხვიჩა კვარაცხელიამ შვებულება გუშინ დაასრულა და „ნაპოლის“ შეუერთდა. ჯერჯერობით საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, 23 წლის ქართველ ფეხბურთელს განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ მის წასვლაზე ისე ხშირად აღარ იწერება და შესაბამისად, თითქმის გადაწყვეტილია, რომ კვარა ნეაპოლში მინიმუმ ერთი სეზონი კიდევ დარჩება. ცნობილი ნეაპოლელი ჟურნალისტი მარინო ბარტოლეტი კი ქართველ ვარსკვლავთან ერთად პარტენოპეის მომავალს საკმაოდ ნათელ ფერებში ხედავს.

რას წერენ კვარაზე

მიუხედავად მასთან დაკავშირებული სატრანსფერო სპეკულაციებისა, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ჯერ კიდევ ძალიან უყვართ. მას ჯერ კიდევ აქვს საფეხბურთო შიმშილის გრძნობა, შეუძლია თანაგუნდელებს დიდი გამარჯვებებისკენ გაუძღვეს და კონტესაც სხვა რა სჭირდება? ტანში ჟრუანტელი მივლის თუ როგორ გააქვს ხვიჩას პასი შემდეგ მეტოქის კარში გოლი რომელუ ლუკაკუს, რომელსაც „ნაპოლი“ დღე-დღეზე გაიფორმებს.

შედარებისთვის გეტყვით, რომ ვიქტორ ოსიმენის ნეაპოლური კარიერა დასრულებულია. უკვე რამდენიმე თვეა ნიგერიელი ამ გუნდისთვის აღარ თამაშობს, რადგან მისი აზრები აქ აღარაა, სულ სხვაგან ტრიალებს.

მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავიდა, მისი და ოსიმენის დუეტი სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. პარტენოპეისთვის ტრიუმფალურ სეზონში, როდესაც გუნდმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო, კვარა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ოსი კი ბომბარდირი გახდა. შარშან კი ნიგერიელმა -15, ხოლო ქართველმა 11 გოლით დაამთავრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები