„ილიას მაქსთან ძალიან გაუჭირდება“ | ვოლკანოვსკის პროგნოზი
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა. „ვოლკმა“ „ელ მატადორის“ წაგება ივარაუდა და განაცხადა, რომ სტილის მხრივ, ჰოლოუეი მისთვის არასასურველი მეტოქეა.
„მგონია, რომ ჰოლოუეი გაიმარჯვებს. მაქსი ბრწყინვალე მებრძოლია. ილიას მიმართ უპატივცემულობას არ ვიჩენ, მაგრამ ვფიქრობ, ჰოლოუეი, სტილისტურად მისთვის რთული ოპონენტია. მაქსს გამძლე ყბა აქვს და თოფურიასთვის მის წინააღმდეგ ჩხუბი ძალიან ძნელი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ელ მატადორი“ მალე დაბრუნდება. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მისი მომდევნო მეტოქე ჰოლოუეი იქნება, რომელიც BMF-ის სიმბოლურ ქამარს ფლობს.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ვოლკანოვსკი „ელ მატადორის“ მარცხს ვარაუდობს. ალექსმა, Sumbission Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ თოფურია ჰოლოუეის ძლიერ დარტყმებს აუცილებლად მიაყენებს და მის ყბას ყველა ვარიანტში გამოცდის, მაგრამ ბრძოლა რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, მაქსს გამარჯვების მეტი შანსი ექნება.