ქართველი ფეხბურთელი ბარსელონას აკადემიაში | დათი გიორგაძის წარმატება
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელი ბარსელონას აკადემიაში | დათი გიორგაძის წარმატება

ქართველი ფეხბურთელი, დათი გიორგაძე „ბარსელონას“ აკადემიაში, „ლა მასიაში“ მოხვდა და საზაფხულო კემპი გაიარა. გიორგაძე პირველი ქართველია, რომელმაც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და როგორც კი 13 წლის გახდება, შეეძლება, „ლა მასიას“ სრულფასოვანი წევრი გახდეს.

„ბარსელონას“ საზაფხულო კემპების მიზანი ფეხბურთელთა დონის გაუმჯობესებაა და პატარა მოთამაშეები „ბლაუგრანას“ ღირებულებებს ითავისებენ, როგორებიცაა: თავმდაბლობა, შრომა, ამბიცია, პატივისცემა და გუნდური მუშაობა.

„ლა მასიას“ საზაფხული კემპების მიზანი ბავშვებისთვის ტექნიკური და ტაქტიკური კონცეპტების სწავლა, საფეხბურთო და რეკრეაციულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, გუნდური მუშაობის მნიშვნელობის გააზრება წარმოადგენს. ყოველწლიურად, აღნიშნული კემპებით 40 000-მდე ბავშვი სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიძულეს თანხმობა ეთქვა“ | ელ მატადორი ბრუნდება
„აიძულეს თანხმობა ეთქვა“ | ელ მატადორი ბრუნდება