გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ქალაქის კვირის დაბრუნება - მიქაუტაძის აღიარება

ცნობილი ლიონური გაზეთი Tribune Lyon-ი ქალაქში მომხდარ დასამახსოვრებელ ფაქტებს ყოველკვირეულად აჯამებს და საუკეთესოებს ასახელებს. სწორედ ამ გამოცემის რუბრიკის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე, რომლის „ლიონში“ გადასვლაც კვირის დაბრუნებაც შეფასდა. გამოკითხვაში 23 წლის ქართველ ფორვარდს მხოლოდ 19 წლის მსახიობმა სარა ელ ბაზემ აჯობა, რომელსაც სოციალურ ქსელში 10 მილიონი გამომწერი ჰყავს. მიქაუტაძის ლიონში გადაბარგება საკმაოდ მოკლედ და საინტერესოდ არის აღწერილი.

რას წერენ მიქაუტაძეზე

„მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა, ბავშვობის ოცნება აიხდინა. „მონაკოში“ დღე-დღეზე სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, როდესაც ჰორიზონტზე იმ ქალაქის კლუბი გამოჩნდა, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა და სადაც ასპარეზობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მან არჩევანი გულის კარნახით გააკეთა და 4-წლიანი პაუზის შემდეგ ჩვენ ქალაქს დაუბრუნდა.

საკლუბო კარიერის მანძილზე გიორგი მიქაუტაძეს სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში ჩატარებულ 154 შეხვედრაში 83 გოლი აქვს გატანილი. „ლიონი“ კი საფრანგეთის ლიგა 1-ის წლევანდელ სეზონს 18 აგვისტოს, სტუმრად „რენთან“ მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები