დენი დრინკუოტერი
Aa
Aa

გაკოტრდა და მშენებლობაზე მუშაობს - ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის უიღბლობა

წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დენი დრინკუოტერი გაკოტრდა და მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მან რამდენჯერმე სცადა სხვადასხვა სახის ბიზნესის დაწყება, თუმცა ყველა შემთხვევაში ხელი მოეცარა და სავალალო ფინანსურ მდგომარეობამდე მივიდა. თავდაპირველად დრინკვოტერმა სარესტორნო საქმიანობაში 782-ათას ფუნტიანი წაგება ნახა, რის შემდეგაც უკვე მანჩესტერის ერთ-ერთი ღამის კლუბის 70-პროცენტიანი წილი შეიძინა, თუმცა აქედანაც ვერანაირი მოგება ვერ მიიღო და ზუსტად ერთ თვეში გაკოტრდა.

დრინკუოტერმა გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით ატვირთა ფოტო მშენებელობიდან და გულშემატკივარს აცნობა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულია საკუთარი თავი და ოჯახი ასე შეინახოს და იქვე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ფსიქოლოგიური სიმშვიდე ფიზიკურ მუშაობას უფრო მეტად უზრუნველყოფს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 3-ჯერ ითამაშა. საკლუბო კარიერის მანძილზე კი ისეთ კლუბებში ასპარეზობდა, როგორებიც „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლესტერი“, „ასტონ ვილა“ და „ჩელსია“ და საერთო ჯამში ჩატარებულ 380 შეხვედრაში მის ანგარიშზე 21 გოლი და 37 საგოლე გადაცემა იყო. ყველაზე დიდ წარმატებას დრინკუოტერმა 2016 წელს „ლესტერის“ რიგებში მიაღწია, როდესაც ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები