„რაიონის ტურნირს ნუ დაემსგავსებით“ - მასკერანო ფრანგებს აკრიტიკებს
როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინა - მაროკოს (2:2) სკანდალურ მატჩს ასეთივე გაგრძელება მოჰყვა. ცალკეული ფეხბურთელებისა და დელეგაციის წევრების გარდა, პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ხელმძღვანელები არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომაც გააკრიტიკა, რომელიც თემის განვრცობას არ მოერიდა და გარდა ამ მატჩში მომხდარი ფაქტებისა, ყურადღება სხვა ლაფსუსებზეც გაამახვილა.
რა თქვა მასკერანომ
არცკი ვიცი საიდან დავიწყო. უბრალოდ ორგანიზატორებს თხოვნით მივმართავ, ნუ დაამსგავსებთ წლის მთავარ სპორტულ მოვლენას რაიონის ტურნირს და თუ რაიმეს აკეთებთ, წესიერად გააკეთეთ.
გუშინ, ჩვენს ფეხბურთელს, ტიაგო ალმადას სასტუმროში ნივთები მოპარეს. რაიმე დაწესებულებაში კი არა, ერთი ოთახიდან მეორე ოთახში რომ შევიდეთ პირადობის მოწმობას გვთხოვენ, სტადიონზე მატჩების დროს გულშემატკივრები 90 წუთის განმავლობაში შვიდჯერ იჭრებიან და ეს არის ნორმალური ორგანიზება?
რაც არგენტინა-მაროკოს მატჩში მოხდა ამაზე კომენტარის გაკეთება აღარ მინდა, თამაშის გაგრძელება არც ჩვენ და არც მაროკოელებს აღარ სურდათ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინა-მაროკოს შეხვედრის შედეგი თამაშის დასრულებიდან ორ საათში ჩასწორდა, როდესაც არბიტრმა ალბისელეტეს მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლი გააუქმა და აფრიკელებმა 2:1 გაიმარჯვეს. თამაში კი 2-საათიანი წყვეტის შემდეგ, უმაყურებლოდ განახლდა, რისი მიზეზიც ფანების უსაქციელობა და სტადიონზე შეჭრა იყო. არბიტრმა ფეხბურთელები მხოლოდ ის სამი წუთი ათამაშა, რაც რეგლამენტით იყო დარჩენილი და ბუნებრია შედეგი აღარ შეცვლილა.