გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

ესპანეთში დღეს ჩავა | გიორგი წიტაიშვილი გრანადასთან ერთ ნაბიჯშია

გიორგი წიტაიშვილი „გრანადაში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ესპანური გამოცემის, IDEAL-ის ინფორმაციით, კლუბებმა გარიგებასთან დაკავშირებული ბოლო დეტალები მოაგვარეს და ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია შესული.

IDEAL-ის ცნობით, წიტაიშვილი ესპანეთში დღეს ჩაფრინდება. იგი „გრანადაში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი არ გამოჩნდება, კლუბთან ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს.

„თეთრ-წითლები“ წიტაიშვილს იჯარის წესით გადაიყვანენ და მას გუნდში 1 წლით დაიტოვებენ. „გრანადას“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნება, მაგრამ არის შანსი, იჯარის ამოწურვის შემდეგ, კიევის „დინამოს“ წინადადებით მაინც მიმართოს. ყველაფერი „წიტას“ მიერ ნაჩვენებ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

ცნობისთვის, წიტაიშვილს უკრაინულ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისს ეწურება. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 800 000 ევრო გახლავთ და გასული სეზონი „დინამო ბათუმის“ რიგებში გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი გოლები“ - კვარა ნაპოლის შეუერთდა
„ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი გოლები“ - კვარა ნაპოლის შეუერთდა