ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„აიძულეს თანხმობა ეთქვა“ | ელ მატადორი ბრუნდება

ილია თოფურია ბრუნდება. UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ მალე მას ოქტაგონზე ვიხილავთ.

„როგორც ჩანს, UFC-იმ ჩხუბზე თანხმობის თქმა აიძულა. ელ მატადორი დაბრუნდა. გილოცავთ UFC-ის ყველა ქომაგს“, - ნათქვამია თოფურიას პოსტში.

ილიას აქცენტი მაქს ჰოლოუეიზე აქვს, რომელიც BMF-ის სიმბოლური ქამრის მფლობელია. „დალოცვილი“ „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე უნდა იყოს და თოფურიას პოსტის მიხედვით, ჩხუბზე ორივე მხარე თანახმაა. საინტერესოა, რომ ილიას განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, სოციალურ ქსელებში პოსტი ჰოლოუეიმაც გამოაქვეყნა და დაწერა: „მოთმინებით ველოდები“.

სათქმელია ისიც, რომ „ელ მატადორის“ სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ილია გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ჰოლოუეისთვის არავის არაფერი დაუძალებია. ის ჩხუბზე ყოველთვის თანახმა იყო და უარი არასდროს არავისთან ბრძოლაზე უთქვამს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი გოლები“ - კვარა ნაპოლის შეუერთდა
„ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი გოლები“ - კვარა ნაპოლის შეუერთდა