პარკაძემ ჰოფეინჰაიმთან ითამაშა - ბაიერნის ტალანტი ელვერსბერგში სინჯებზეა
მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიის ქართველი წევრი 19 წლის ლუკა პარკაძე მეორე ბუნდესლიგის „ელვერსბერგში“ სინჯებზე იმყოფება.
„ელვესბერგის“ გვერდმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა.
In einer halben Stunde beginnt unser nächster Test gegen die TSG Hoffenheim - diese #StartELV schickt Horst Steffen in die Partie! ⚫️⚪️ Ebenfalls im Kader: unser Neuzugang Fisnik Asllani und Gastspieler Luka Parkadze! #DieElv #UnsereElv pic.twitter.com/A80uxtXbrX
— SV 07 ELVERSBERG (@SV07Elversberg) July 24, 2024
მოგვიანებით პარკაძემ ამხანაგურ შეხვედრაში ბუნდელისგის წარმომადგენელ „ჰოფენჰაიმთან“ ითამაშა. ქართველი შემტევი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. იმ დროისთვის მისი გუნდი 0:2-ს აგებდა. საბოლოოდ 1:3 დამარცხდნენ.
ლუკა „ბაიერნის'' ფეხბურთელი 2023 წლის ზაფხულში გახდა, კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში იჯარით ავსტრიის რანგით მეორე ლიგის „ადმირა ვაკერში'' იყო, თუმცა ტრავმების გამო მთელი სეზონი გაუცდა, პირველ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. სეზონის მიწურულს გამოჯანმრთელდა და მეორე გუნდში რეგულარულად თამაშობდა, ზაფხულში „ბაიერნს'' დაუბრუნდა.
ბოლოს გეტყვით, რომ სულ ახლახან ვენსან კომპანიმ პარკაძე „ბაიერნის“ ძირითად გუნდთან ერთად ავარჯიშა.