ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი გოლები“ - კვარა ნაპოლის შეუერთდა

დღეს, „ნაპოლის“ საწვრთნელ ბაზაზე კლუბის 5 ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იყო.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კვარა გუნდს შეუერთდა და ხვალიდან უკვე წინასასეზონო საწვრთნელ პროცესშიც მიიღებს მონაწილეობას.

„ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი გოლები“

- დაწერა კვარაცხელიამ თავისი ინტაგრამის გვერდზე. მისი ეს პოსტი „ნაპოლის“ ქომაგებისთვის კარგის მანიშნებელი გახდა. თითქმის გადაჭრით შეიძლება თქმა, რომ ქართველი შემტევი ახალ სეზონშიც „პარტენოპეის“ მაისურით ითამაშებს.

EAFC 25-ში ნაპოლიმ ლიცენზია დაიბრუნა და 2024/25 წლების სეზონის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ეს ფაქტიც კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ხვიჩა რჩება.

შეგახსენებთ, რომ მხარეები საბოლოო შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. „ნაპოლის“ კვარაცხელიას კონტრაქტში რატომღაც არ სურს, რომ გამოსასყიდი თანხა მიუთითოს. არც შესაბამისად გაზრდილ ანაზღაურებაზეა თანახმა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დრიბლინგი და უბრალოდ მათი დუეტი წარმოიდგინეთ...“
„კვარას დრიბლინგი და უბრალოდ მათი დუეტი წარმოიდგინეთ...“