ქუთაისის ტორპედო, სტივ კინი
Aa
Aa

„ჩვენ მიზანი გვაქვს და ეს შემდეგ ეტაპზე გასვლაა“ - სტივ კინი ომონიასთან მატჩის წინ

25 ივლისს ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე სკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსში „ომონიას“ დაუპირისპირდება.

„პირველ რიგში მადლობა ომონიას კარგი დახვედრისთვის.

საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. როგორც ყოველთვის, ჩვენს მეტოქეს ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და ეს შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

სამწუხაროდ, აურო ჟუნიორის სახით დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისის შევსებას შეძლებენ. მათი მჯერა”.

ქუთაისურმა კლუბმა პირველ ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ „ტორპედოსა“ და „ომონიას“ შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კონტე და დე ლაურენტისი ვერ დაარწმუნეს“ | ფაბრიციო რომანო კვარასა და პარი სენ-ჟერმენზე
„კონტე და დე ლაურენტისი ვერ დაარწმუნეს“ | ფაბრიციო რომანო კვარასა და პარი სენ-ჟერმენზე