რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას დრიბლინგი და უბრალოდ მათი დუეტი წარმოიდგინეთ...“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარინო ბარტოლეტიმ Radio Marte-სთან ანტონიო კონტეს ახალი „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა.

„ვიქტორ ოსიმენის ნაპოლიდან წასვლა ახლა ისეთი რამ არის, რისი თავიდან აცილებაც ძნელია. მართალი გითხრათ, ვიქტორს ნაპოლიში უკვე თვეებია არ უთამაშია, რადგან მას თავში სხვა რაღაცები უტრიალებდა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი გასული რთული სეზონის მიუხედავად გუნდის ერთგული დარჩა. მას კვლავ აქვს შიმშილის გრძნობა, რომელიც ნაპოლის ყველა მოთამაშემ უნდა იგრძნოს.

წარმოგიდგენიათ კვარას დრიბლინგები ლუკაკუსთვის? დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, იოცნებეთ ამაზე! ლუკაკუ არის ის ძლიერი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც კონტეს ხელში გვსურს”.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდა და ფიზიკური შემოწმება გაიარა. ხვიჩა გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას მალე შეუდგება. 99%-ით ის გუნდში რჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პარიზი 2024: არგენტინას გოლი მატჩის დასრულებიდან 2 საათში გაუუქმეს
პარიზი 2024: არგენტინას გოლი მატჩის დასრულებიდან 2 საათში გაუუქმეს