პარიზი 2024: არგენტინას გოლი მატჩის დასრულებიდან 2 საათში გაუუქმეს
პარიზის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, თუმცა საფეხბურთო და სარაგბო მატჩები უკვე იმართება. დღეს პარიზში საკმაოდ ხმაურიანი დღე იყო.
თავიანთი მატჩები ერთ-ერთმა ფავორიტებმა ესპანეთმა და არგენტინამ გამართეს.
„პარკ დე პრენსზე“ ესპანეთმა უზბეკეთს 2:1 მოუგო. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში კი სერხიო გომესმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე პენალტის გატანა ვერ შეძლო.
რაც შეეხება არგენტინას, „ალბისელესტე“ მარცხს გადაურჩა. ხავიერ მასკერანოს გუნდმა მაროკოსთან ფრედ 2:2 ითამაშა. მაროკომ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს სტარტზე ფავორიტ მეტოქეს თამაში 2:0 წაუყვანა.
68-ე წუთზე ხულიანო სიმეონემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ყველაფერი კი ამის შემდეგ დაიწყო. მსაჯის მიერ მე-16 დამატებულ წუთზე კრისტიან მედინამ გაიტანა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. თუმცა მოგვიანებით (მატჩის დასრულებიდან 2 საათში) გოლი გაუქმებულად ჩაითვალა და მასკერანოს გუნდმა საბოლოოდ მაინც წააგო. ამ ფაქტს დიდი დიდი პროტესტი და გამოხმაურება მოჰყვა.
მოგვიანებით ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოიყვანა არბიტრმა ფეხბურთელები გასახდელიდან და VAR-ი გამოიყენა, რის შემდეგაც მხოლოდ 3 წუთი ათამაშა. ტრიბუნებიც უკვე ცარიელია, ხალხს აგრესიის გამოხატვის შემდეგ სტადიონი დაატოვებინეს. ეს მომენტი ისტორიაში სავარაუდოდ სამუდამოდ დარჩება.
არგენტინელმა ქომაგებმა თავიანთ ფეხბურთელებს ბოთლები ესროლეს, რის შემდეგაც მატჩი შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება.