საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა პარიზში სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა
Aa
Aa

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა პარიზში სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა

26 ივლისიდან პარიზში ოლიმპიური თამაშები იწყება, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 11 აგვისტომდე ჩატარდება.

საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის აქტიურ სამზადისშია.

პარიზის ოლიმპიურ სავარჯიშო არენაზე საქართველოს ვარსკვლავურმა გუნდმა გაერთიანებული შემადგენლობით დღეს პირველად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდი  ვაჟთა სრულ 7 კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. გოგონები 3 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ისტორიაში პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გუნდი.

აქვე გეტყვით, რომ პარიზში ხვალ ძალოსნებიც ჩავლენ. საქართველოს ნაკრების მედროშე ლაშა ტალახაძე იქნება.

ქართული დელეგაციისთვის პირველი საშეჯიბრო დღე 27 ივლისი იქნება. -60 კგ-ში ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი იასპარეზებს. ასევე ვიხილავთ ფარიკაობაში სანდრო ბაზაძეს, ცურვაში ანა ნიჟარაძეს, სროლაში ნინო სალუქვაძეს და კრივში ლაშა გურულს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამბავი მესიდან კვარამდე: ჩვენში მიძინებული ბავშვის გამოღვიძება
ამბავი მესიდან კვარამდე: ჩვენში მიძინებული ბავშვის გამოღვიძება