2030 და 2034 წლების ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნები ცნობილია
26 ივლისს პარიზი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 11 აგვისტომდე გაგრძელდება.
დღეს კი პარიზში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 142-ე სესია გაიმართა, სადაც 2030 და 2034 წლების ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლები გამოვლინდნენ.
ცნობილი გახდა, რომ 1992 წლის შემდეგ პირველად, 2030 წელს ოლიმპიური თამაშების მასპინძელი საფრანგეთის ალპები იქნება. აღსანიშნავია, რომ თამაშებისთვის განკუთვნილი ნაგებობები ჟენევის ტბიდან და ჩრდილოეთ ალპებიდან ხმელთაშუა ზღვამდე იქნება გაშლილი.
2034 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი კი აშშ იქნება. უფრო კონკრეტულად იუტას შტატის ქალაქი დედაქალაქი სოლტ ლიკ სიტი უმასპინძლებს.
სოლტ ლეიკ სიტიში ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2002 წელსაც გაიმართა.