ჯანლუკა დი მარციო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ეს ნერვების ნამდვილი ომია“ - რა ხდება ოსიმენის ტრანსფერზე?

ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი ირგვლივ ხმაუარი არ წყდება. ნიგერიელ ფორვარდს წასვლა სურს, „ნაპოლისაც“ უნდა მისი გაყიდვა, მაგრამ დე ლაურენტისის მადა ზედმეტად დიდია - 130 მილიონი ევრო, რაც რეალობას აცდენილი თანხაა.

ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო ნიგერიელის ტრანსფერის შესახებ წერს.

„ეს ნერვების ნამდვილი ომია. პსჟ ოსიმენისთვის თვალყურის დევნებას აგრძელებს. ლუის კამპუში მას ლილიდან კარგად იცნობს და შესაძლოა საბოლოოდ მან ტრანსფერში კან ინგ ლის ჩართვა შესთავაზოს, რომელიც ნეაპოლელებს მოსწონთ.

ზოგადად ოსიმენის შეძენა ყველას უნდა, მაგრამ შეთავაზებები ნაპოლის მოთხოვნებთან შედარებით დაბალია. ფეხბურთელს კი საუდის არაბეთში წასვლა არ სურს.

თუმცა ყურადღება პრემიერ ლიგასაც უნდა მივაქციოთ. ინგლისში ფორვარდების შეძენის ბაზარი ჯერ არ გახსნილა და ადრე თუ გვიან ეს მოხდება. ჯერჯერობით მხოლოდ ცირკზე გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში, 40 მილიონის სანაცვლოდ. შესაძლოა არსენალმა ოსიმენის მიმართ ინტერესი გამოხატოს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“.

დე ლაურენტისმა გასულ წელს ოსიმენს კონტრაქტი გაუგრძელა, წლიურად ანაზღაურება 10 მილიონამდე გაუზარდა და გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი მიუთითა. მას ეგონა, რომ 2024 წლის ზაფხულში ნიგერიელს მარტივად გაყიდდა, თუმცა რეალობა სხვაგვარია - ამხელა ფულად ოსიმენი არავის უღირს. არაბების გარდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი სათადარიგო ვარიანტია | ჩელსიმ ვილიარეალს შეთავაზება გაუკეთა
მამარდაშვილი სათადარიგო ვარიანტია | ჩელსიმ ვილიარეალს შეთავაზება გაუკეთა